loader

"სამწუხაროდ, უხეში განცხადების გაკეთება მომიწევს..." - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, უხეში განცხადების გაკეთება მომიწევს..." - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „წმინდა წყლის ტყუილს“ უწოდებს სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ საქართველოში გამართულ შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა.

კობახიძის თქმით, მსგავსი რამ არ უთქვამს.

„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება. რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს შეხვედრაზე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, National Journal-თან ინტერვიუში ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში 9-11 აგვისტოს გამართული ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ კობახიძის თხოვნა იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტოს, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.