"უმძიმესი ტრაგიკული შემთხვევაა... ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე" - ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გარდაცვალებაზე
ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე - ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს, წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს.