loader

შოკისმომგვრელი კვლევა - რა საფრთხეები იმალება Temu-დან გამოწერილი ნივთების და ტანსაცმლის უკან: პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გამოწერა რეკომენდებული არ არის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კვლევა - რა საფრთხეები იმალება Temu-დან გამოწერილი ნივთების და ტანსაცმლის უკან: პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გამოწერა რეკომენდებული არ არის

ძვირადღირებული ბრენდების ზუსტი, იაფი ანალოგები, უფასო მიტანის სერვისი და მუდმივი ფასდაკლება. კომპანია "თემუმ" მსოფლიო ბაზარი სწრაფად დაიპყრო, თუმცა უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ აპლიკაცია უსაფრთხოების სტანდარტებს დიდ ყურადღებას სულაც არ აქცევს.

იაფი და ნაკლებხარისხიანი - რა საფრთხეები იმალება "თემუდან" გამოწერილი ნივთების უკან? - კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დაბალი ფასები შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ეთიკურ პრობლემებზე: შრომით ექსპლუატაციაზე, ყალბ საქონელსა და უხარისხო მასალებზე.

გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, რამდენად მდგრადია ეს ფასების მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში?

2022 წელს შექმნილი აპლიკაცია სწრაფად ვითარდება და იზრდება.

ის სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა "ამაზონი" და "ალი ექსპრესი". ყოველთვიურად აპლიკაციას 167 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ცოტამ თუ იცის, რომ "თემუდან" გამოწერილ ბიჟუტერიაში ვერცხლის ყელსაბამში დასაშვებზე ათჯერ მეტი რაოდენობის ტყვია იპოვეს.

ფრთხილად იყავით ნებისმიერი სათამაშოს, ბოთლის, ჭიქის, საწოვარას, კვების მარაგის, მანქანის სავარძლების, აქსესუარების და საბავშვო ეტლების ყიდვისას მსგავსი ტიპის საიტებზე.