loader

კვარაცხელიასა და ოსიმენის წყვილი დაიშალა - რას ამბობს ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვარაცხელიასა და ოსიმენის წყვილი დაიშალა - რას ამბობს ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი?

ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი თურ­ქულ­მა "გა­ლ­ა­თა­სა­რა­იმ" "ნა­პო­ლის­გან" ერთი სე­ზო­ნით იჯა­რით აიყ­ვა­ნა.

მას 11 მი­ლი­ო­ნამ­დე ევ­როს ოდე­ნო­ბის ხელ­ფასს სრუ­ლად ამ­ჟა­მინ­დე­ლი კლუ­ბი გა­და­უხ­დის. გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სხვა კლუ­ბის მიერ ზამ­თარ­ში შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოსი­მე­ნის "გა­ლ­ა­თა­სა­რა­ი­დან" წას­ვლას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ახალ გუნდში ვიქ­ტო­რი 45-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რით ითა­მა­შებს და მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში სტამ­ბო­ლურ კლუბს მისი გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა.

თუ "ნა­პო­ლიმ" ნი­გე­რი­ე­ლი გა­ი­სად ვერ გა­ყი­და, კონ­ტრაქტს 2027 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე გა­უგ­რძე­ლებს.

ოსი­მე­ნი უკვე თურ­ქეთ­შია და მან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა:

"რო­დე­საც ჩე­მით "გა­ლ­ა­თა­სა­რა­ის“ და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად დიდი და ოჯა­ხუ­რი კლუ­ბია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჰყავთ.

აე­რო­პორ­ტში ფა­ნე­ბი იმ­დე­ნად ამა­ღელ­ვებ­ლად დამ­ხვდნენ, რომ თავი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძე­ნი. ეს ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და, რაც შე­მიძ­ლია, მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­უთ­მენ­ლად ველი.

რო­დე­საც იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი, დრის მერ­ტენ­სი ყო­ველ­თვის ჩემ­თან იყო. ჩემ­თვის უფ­რო­სი ძმა გახ­და. დიდ პა­ტივს ვცემ და მი­ხა­რია, რომ ისევ მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი ვარ“.

მას, რა თქმა უნდა, ხვი­ჩა­ზეც ჰკი­თხეს.

"ხვი­ჩა უზარ­მა­ზა­რი ტა­ლან­ტია და ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია და ყვე­ლას უყ­ვარს. არ ვიცი, რო­გორ აღვწე­რო ის, მაგ­რამ რო­გორც კი მისი თა­მა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე, მივხ­ვდი, რისი მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო მას გუნ­დის­თვის", - თქვა თურ­ქეთ­ში ჩა­სულ­მა ოსი­მენ­მა.

ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე