სკოლაში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 17 მოსწავლე ემსხვერპლა - შემთხვევა ცენტრალურ კენიაში მოხდა
ცენტრალურ კენიაში გვიან ღამით სკოლაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 17 მოსწავლე ემსხვერპლა.
10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტმა უილიამ რუტომ მოუწოდა საგამოძიებო უწყებას, საფუძვლიანად გამოიძიონ ეს საშინელი ინციდენტი და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.