ქართველების ვარსკვლავთცვენა ვენეციის კინოფესტივალზე - კადრები წითელი ხალიჩიდან
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, "აპრილის" პრემიერა გაიმართა.
პრემიერაზე იმყოფებოდნენ ფილმის კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე. ისინი კინოსურათში მთავარ როლებს ასრულებენ.
ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალზე, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი მთავარ კონკურსშია წარდგენილი. დეას გარდა არიან ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიცაა პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუადანინო და სხვები
IMDB-ის მიხედვით, ფილმში, სახელად "აპრილი", მოქმედება პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც ფილმის გმირი ნინა ერთადერთ პატარა საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობს. როდესაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში კვდება, ნინას ბრალს სდებენ არასწორად მოქმედებაში და ჩვილის სიკვდილს მას აბრალებენ. გამოძიება კი ნინას პირადი და პროფესიული ცხოვრებით ინტერესდება..