loader

"მსურს, შეგახსენოთ 100 ტყუილი დაპირება... ხელისუფლების ცვლილებამდე 51 დღე დარჩა" - ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსურს, შეგახსენოთ 100 ტყუილი დაპირება... ხელისუფლების ცვლილებამდე 51 დღე დარჩა" - ალეკო ელისაშვილი

არჩევნებამდე, ხელისუფლების ცვლილებამდე და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაქცევამდე 51 დღე დარჩა - კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნებაო და დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რამდენიმე საათში საკრებულოს 2 წევრის დაპატიმრებასა და მოტაცებას ვუყურეთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირების ნაწილი გაიხსენა და „ქართულ ოცნებას“ „გადამგდები, მატყუარა, ორპირი და ფლიდი პოლიტიკური ძალა“ უწოდა.