loader

14 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა აშშ-ის ერთ-ერთ შტატში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა აშშ-ის ერთ-ერთ შტატში მოხდა

ჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა კრის ოზიმ განაცხადა, რომ სკოლაში სროლა 14 წლის მოსწავლემ განახორციელა.

სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.