loader

"ლანძღავდა, ერმილე ძალიან ანერვიულდა და ცუდად გახდა" - რას ამბობს სოფელ გეგუთის მაჟორიტარი დეპუტატი წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრის გარდაცვალების ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლანძღავდა, ერმილე ძალიან ანერვიულდა და ცუდად გახდა" - რას ამბობს სოფელ გეგუთის მაჟორიტარი დეპუტატი წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრის გარდაცვალების ფაქტზე?

სოფელ გეგუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კილაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის და ოპოზიციის აქტივისტის, როლანდ ნუცუბიძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისიდან, გამოვიდა და პიროვნება, რომელიც იდგა, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა, რა ხდებოდა, დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, თქვენ რა გაგიკეთებიათ, აქ რატომ გააკეთეთ ეს ოფისი, თქვენ ქვეყანას აქცევთ, ღუპავთ, კარგავთ ქვეყნის მომავალსო; ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, თქვენ გაჩვენებთ, რა მოხდება მერეო, თქვენ მე ვინ გგონივართო. გვაჩვენებდა ამერიკის პასპორტს. ერმილე გამოვიდა, ძალიან ანერვიულდა, ამ კაცმა რომ გალანძღა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოვიდა და გახდა ცუდად, იქვე დაეცა. მე ექიმი ვარ და სასწრაფოს მოსვლამდე, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში, ვუტარებდი პირველად დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა. შეეწირა ასეთ სიტუაციას. ერმილე რომ დაეცა, ის აქ იყო, შეხედა, იცინოდა“, - განაცხადა შალვა კილაძემ.

ვიდეო: "რუსთავი 2"