loader

"ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები; ამბობს, რომ მასზე ავტოფარეხში იძალადეს " - ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები; ამბობს, რომ მასზე ავტოფარეხში იძალადეს " - ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატი

აუცილებელია, სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.