ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ხმის მიხედვით დაავადების ამოცნობა შეეძლება - "გუგლი" AI-ს ახალ მოდელზე მუშაობს
ტექნოლოგიური განვითარების ახალი მწვერვალი - ხმოვანი სიგნალის გამოყენება დაავადების დიაგნოსტირებისთვის.
ადამიანის მიერ გამოცემული ხმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. Google-ი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალ მოდელზე, რომლის მიზანია ხმოვანი სიგნალის ხველის, ცემინებისა და სუნთქვის ხმით დაავადების ნიშნების ამოცნობა. მაგალითად ისეთის, როგორიცაა ტუბერკულოზი.
Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი იყენებს "ბიოაკუსტიკას" - სფეროს, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიისა და ბგერების კომბინაციას, რაც მკვლევრებს ეხმარებათ გაიგონ, თუ როგორ მოქმედებს პათოგენის არსებობა ადამიანის ხმაზე.
ხელოვნური ინტელექტი 300 მილიონი ადამიანისგან აღებული ორწამიანი ხმის ჩანაწერებით დააპროგრამეს.