loader

"სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს "ნაცებმა" - "ქართული ოცნების" წევრი გარდაიცვალა: რას წერს მაია ბითაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს "ნაცებმა" - "ქართული ოცნების" წევრი გარდაიცვალა: რას წერს მაია ბითაძე?

"სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს "ნაცებმა“. ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი "ნაცაქტივისტკა", საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენს შვილებს.

რა გჭირთ, ხალხო რა! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა! ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება.

ცნობისთვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა", ვი­დე­ო­კად­რებ­თან ერ­თად, გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წყალ­ტუ­ბო­ში ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რს, ერ­მი­ლე გი­გი­ა­ძეს, "მძი­მე სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა", რის შემ­დე­გაც გი­გი­ა­ძე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.