loader

ირაკლი ნადირაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ნადირაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ირაკლი ნადირაძე გუშინ გლდანში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მანამდე საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ ხმაური იყო. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.