loader

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატება უსურვა.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.