ლაშა ბაქრაძის პირველი კომენტარი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
"თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე წერს.
ცნობისთვის, ლაშა ბაქრაძის მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
„ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო. ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს", - განაცხადა ბაქრაძემ.