“ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო" - გიორგი ვაშაძე
ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს იგონებთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის - კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი კი - სიღატაკე იზოლაციაში, - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პრემიერი არჩევნებში “ქართული ოცნების“ 60%-იან მხარდაჭერაზე საუბრობს.
მისი თქმით, მმართველი პარტია პანიკაშია, ყოველდღიურად ახალ ტყუილებს იგონებს და ხალხის რეალურ პრობლემებზე საუბარს გაურბის.