loader

ირაკლი კობახიძე ლაშა ბაქრაძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება - "ლაშა ბაქრაძეს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, არის დასაგმობი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძე ლაშა ბაქრაძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება - "ლაშა ბაქრაძეს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, არის დასაგმობი"

ლაშა ბაქრაძეს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც მან გუშინ გააკეთა, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან არის დასაგმობი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, საარჩევნო პროცესებში რადიკალიზმი შემოიტანოს.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა:

„ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო. ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.