loader

"საწყალი ბიჭი... 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა" - ცნობილია, ვინ არის თბილისში, სარკინიგზო ლიანდაგზე ავარიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საწყალი ბიჭი... 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა" - ცნობილია, ვინ არის თბილისში, სარკინიგზო ლიანდაგზე ავარიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი

გუშინ, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ლაშა ცაგარეიშვილია.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას 2 თვის წინ ჰქონდა ქორწილი.

"აი, ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა-დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. გული მეწვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას. საწყალი ბიჭი, 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გია ყრუაშვილი.