"საქართველოს რკინიგზა", თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"საქართველოს რკინიგზა", თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 ჯრს (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს ჯრტ-ს ტიპის მატარებელი.
სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
იმავე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს თბილისში, სარკინიგზო ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. ორივე დაღუპული რკინიგზის თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.