ტრაგედია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ქალი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა: რა დეტალები ხდება ცნობილი?
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა ინწრას ხეობაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტურისტის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაღუპული 35 წლამდე ქალია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.