loader

"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა" - ნინო წილოსანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა" - ნინო წილოსანი

"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, პარლამენტში გააკეთა.

ნინო წილოსანის თქმით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

"ალბათ, ბევრისთვის საინტერესოა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვის არაერთგზის გამოცდილი და აღიარებული მექანიზმია პარტიების აკრძალვა, რომელსაც უკვე ათწლეულებია მსოფლიო პრაქტიკა იყენებს. უკრაინაში აკრძალულია 22 პარტია, საფრანგეთში - 13, რუმინეთში - 9. იდენტური პრორუსულობის მიზნით იქნა აკრძალული ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია მოლდოვაში 2023 წელს. რამდენ ანტიქართულ ქმედებას გავიხსენებთ "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში? "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა", - აცხადებს ნინო წილოსანი.