"საქართველოს რკინიგზა" თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საქართველოს რკინიგზა" თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე - საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება "თბილისი ცენტრალის" მიმართულებით.
"საქართველოს რკინიგზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს", - წერია განცხადებაში.