loader

"ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა" - შემთხვევა ჩინეთში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა" - შემთხვევა ჩინეთში მოხდა

ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში, სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 12 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კართან იდგნენ.

ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლეა და 6 მშობელი. მძღოლი დაკავებულია. ამ ეტაპზე უცნობია, განზრახ შეეჯახა ის ხალხს თუ უბედური შემთხვევა მოხდა.