loader

"ბიძინას გასროლა მიზანს ასცდა..." - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინას გასროლა მიზანს ასცდა..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

"იმ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დარეგისტრირდნენ, არის ხელისუფლებასთან აფილირებული და/ან ამ უკანასკნელთან აქტიურ თანამშრომლობაში მყოფი.

ანუ ბიძინას გასროლა, შეიძლება ითქვას, მიზანს ასცდა, რადგან ვის გამოც მთელი ეს მავნებლობა იქნა წამოწყებული, აქტიური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.

ახლა არჩევნებამდე, მათ მიმართ რაც უფრო მეტ რეპრესიულ სისულელეს ჩაიდენს, მით უფრო გაიუარესებს ელექტორალურ მოცემულობას.

მთავარია, სამოქალაქო სექტორმა ამ პერიოდში მხნეობა შეინარჩუნოს და არ დანებდეს საქართველოს ევროპული მომავლის სახელით". - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.