"ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა... საღამოს 8-ისთვის თუ შემომეხმიანებით, კარგ 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ" - ირაკლი ზარქუა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე
ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა - საღამოს რვისთვის თუ შემომეხმიანებით, კარგ 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართული გენიის, სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის და მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“, საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოველწლიურად იკრიბებიან ადგილობრივი უსამშობლოები, აგენტურა და შემდეგ ზოგი ხელმოცარული დიპლომატი, ზოგი ევროპარლამენტს მიღმა დარჩენილი.