loader

გურჯაანში მოკლული ქალის დედის უმძიმესი ინტერვიუ - "რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო ამ ტკი­ვი­ლით... ასეთ ცილს რო­გორ სწა­მებს ის გა­რე­წა­რი ჩემს შვილს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში მოკლული ქალის დედის უმძიმესი ინტერვიუ - "რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო ამ ტკი­ვი­ლით... ასეთ ცილს რო­გორ სწა­მებს ის გა­რე­წა­რი ჩემს შვილს"

ქმრის მიერ სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი ფიქ­რია ტუ­გუ­ლაშ­ვი­ლი დღეს, 1-ელ სექ­ტემ­ბერს, დაკრძალეს. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში დაკ­რძა­ლეს. სამი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ახლა ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი, თუმ­ცა მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თა­ვი­სი ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბა სცა­და. ამ­ბობს, რომ ცოლი და მისი ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ხო­ცა. ფაქ­ტია, ის არ ნა­ნობს ჩა­დე­ნილს, უფრო მე­ტიც, ამ­ბობს, ახლა ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ, იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ­დიო. მი­ზე­ზად ღა­ლატს ასა­ხე­ლებს. ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რა არა­ვის და ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცილს სწა­მებს მე­უღ­ლე­სა და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებს, რო­მელ­თა და­სა­ხო­ცად ხელი არ აუ­კან­კალ­და.

ფიქ­რი­ას დედა მაია ზა­თი­აშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ ამ უმ­ძი­მეს­მა ცი­ლის­წა­მე­ბამ კი­დევ მე­ტად გა­ა­ნად­გუ­რა მისი ოჯა­ხი და ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი აგოს ამ სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის­თვი­საც.

დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს მკვლე­ლო­ბა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვილს წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და და რომ ქმრის პა­თო­ლო­გი­უ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. რო­გორც ამ­ბობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შვი­ლი მა­ლავ­და, რომ მო­ძა­ლა­დის მსხვერ­პლი იყო. ერთხელ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი კი მე­ო­რედ იმა­ვე ად­გი­ლას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­ცხრი­ლა.

"რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო ამ ტკი­ვი­ლით. შვი­ლი ასე­თი სი­სას­ტი­კით მოგ­ვიკ­ლა და კი­დევ ვის­მენთ მის ცრუ ბრალ­დე­ბებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის გა­მა­ოგ­ნე­ბელ ცრუ ბრალ­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და არა­ვინ კი­თხუ­ლობს ჩემი შვი­ლის ამ­ბავს. მო­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰკი­თხონ, რო­გო­რი შვი­ლი მყავ­და. ასეთ ცილს რო­გორ სწა­მებს ის გა­რე­წა­რი ჩემს შვილს. ფიქ­რია ძა­ლი­ან გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გოგო იყო, არ უყ­ვარ­და ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ოჯახ­ში. დიდხანს მა­ლავ­და ამ ამ­ბავს. არც კი ვი­ცო­დით, ასე­თი ავად­მყო­ფის გვერ­დით რომ ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლი ისე გვაჩ­ვე­ნებ­და თავს, თით­ქოს სა­უ­კე­თე­სო იყო.

რა დღე­ში იყო ფიქ­რია, ეს გა­ვი­გეთ პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა ქმარ­მა დაჭ­რა. მა­შინ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. ამის შემ­დეგ აღი­ა­რა ჩემ­მა შვილ­მა ჩვენ­თან, რომ სა­ში­ნე­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი ჰყავ­და. მუდ­მი­ვად ტე­რო­რის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა. ეზო­ში რომ ჩა­სუ­ლი­ყო ან მა­ღა­ზი­ა­ში, მე­სი­ჯი უნდა მი­ეწე­რა მის­თვის და ნე­ბარ­თვა უნდა აეღო. ეტყო­და თურ­მე ფიქ­რი­ას, სა­მუ­შა­ოდ მივ­დი­ვა­რო, ან სო­ფელ­ში მივ­დი­ვა­რო და სი­ნამ­დვი­ლე­ში იჯდა სა­დარ­ბა­ზოს­თან და "ზვე­რავ­და" ჩემს შვილს.

ვიდ­რე ბი­ნას შე­ი­ძენ­დნენ, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. თურ­მე იმ ბი­ნა­ში კა­მე­რე­ბი და­უ­ყე­ნა და ისე აკონ­ტრო­ლებ­და. ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი მას უნდა სცოდ­ნო­და. სულ მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. უსა­ფუძ­ვლოდ შე­ეძ­ლო ეეჭ­ვი­ა­ნა. თურ­მე ეუბ­ნე­ბო­და, ახლა სა­საფ­ლა­ო­ზე შენი "რე­შოტ­კა" უნდა იღე­ბე­ბო­დე­სო"...

ვრცლად ინტერვიუ წაიკითხეთ ბმულზე>>>