"ყველას გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანეთ მამა თეიმურაზის ამბავი... მე ვნახე, როგორ გაჭირვებაში უცხოვრია უდიდეს ადამიანს, რომელსაც მთელი გულით სულ უნდოდა, სხვებს დახმარებოდა" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"ყველას გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანეთ მამა თეიმურაზის ამბავი, დავეხმაროთ მის ოჯახს, რომ ჩვენი შეგროვილი თანხით იყიდონ ბინა, სადაც მისი ოჯახი - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იცხოვრებს ნორმალურ პირობებში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალ OK-ს მთავარი რედაქტორი ნინო ჯიბლაძე წერს.
"სააგენტოებს, საინფორმაციო პორტალებს და ჩემს ძვირფას მეგობრებს გთხოვთ, გაავრცელოთ ჩემი თხოვნა.
დარწმუნებული ვარ, გამოგვივა ეს ერთი პატარა, მაგრამ შინაარსით ძალიან დიდი სიკეთის ამბავი. მე ვნახე, როგორ გაჭირვებაშიც უცხოვრია უდიდეს ადამიანს, მამა თეიმურაზს, რომელსაც მთელი გულით სულ უნდოდა, სხვებს დახმარებოდა.
"გალფის" საშობაო პროგრამისთვის წლები გვეხმარებოდა ყველაზე გაჭირვებული ოჯახების მოძიებაში და უნდა გენახათ, რა სიხარულით არიგებდა მოწყალებას.
წარმოიდგინეთ, არაფერი გააჩნდა თავად, სამი ანგელოზივით ოჯახის წევრისა, რომლებსაც დღესდღეობით ისეთი საცხოვრებელი პირობები აქვთ, სადაც გაჩერება ძალიან რთულია, მერწმუნეთ.
ყველას გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანეთ მამა თეიმურაზის ამბავი, დავეხმაროთ მის ოჯახს, რომ ჩვენი შეგროვილი თანხით იყიდონ ბინა, სადაც მისი ოჯახი - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იცხოვრებს ნორმალურ პირობებში.
თანხა შეგიძლიათ ჩემთან ჩარიცხოთ:
მიმღები: ნინო ჯიბლაძე
#GE21TB7816645066300003" - წერს ნინო ჯიბლაძე.
ცნობისთვის, მამა თეიმურაზ ქორიძე 30 წლის ასაკში მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. სასულიერო პირს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა.