სექტემბრის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშებას იწყებს.
ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთს შეხვდება.
ვიდეო: ეროვნული ნაკრები