"დუშკაბინიდან" ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება... თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას" - მიხეილ სააკაშვილი
ეს არის აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება. ხალხო, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ავადმყოფებთან, ფსიქიკურად გაუმართავ ადამიანებთან გაქვთ საქმე? არა მხოლოდ პათოლოგიურ მატყუარებთან, არამედ ჭკუიდან გადასულ ავადმყოფებთან. „დუშკაბინიდან“ ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ, რომ ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.