"აშშ-ის დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად შეურაცხყოფაა, გლობალური ომის პარტია მოსკოვშია" - დევიდ კრამერი
ამერიკის შეერთებული შტატების დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად ჩემთვის ნონსენსიც და შეურაცხყოფაც არის და არაზუსტი, სულ მცირე. გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. ჩვენ არ ვახდენთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსული ძალები ახდენენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ვიმედოვნებ, რომ ყველას ესმის, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ომის გაფართოების ხილვით, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა "თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.