ცნობილია, რამდენთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო
ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დასკვნის მიხედვით, ქართულ მხარეს გასაჩივრების უფლება აქვს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო. შემთხვევის გამო თუშიშვილი ტურნირიდან მოხსნეს.