"მითხრა, ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო... გპირდებით, არც ტირილს და არც მეგრულ თავის წაქცევას არ მოგაკლებთ" - რას წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში?
"ეს ისტორია ცალკე პოსტად უნდა დამედო. თავიდან, როდესაც ინფორმაცია მომაწოდეს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, იყო Brigitte. ყველა საქმე გვერდზე გადადო, თავისი ჯადოქრობები მოიმარჯვა და მითხრა, ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო. ქალი ასტროლოგი მეგონა და მედიუმი აღმოჩნდა. ბრიჯიტ, დაო, შენ ყოფილხარ ასტროლოგიის დედა-დედოფალი" - ამის შესახებ თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მეგრელია. სოციალურ ქსელში კომენტარებში ასევე წერს, რომ მისი ბიოლოგიური დედა ცოცხალია და დედის მხრიდან არ ჰყავს დედმამიშვილი.
"მეგობრებო, მაპატიეთ. ვერ გპასუხობთ. ისიც მაპატიეთ, ვიდეოში თქვენთვის სასურველი ემოცია რომ ვერ გამოვხატე. სტრესულ ვიდეოს ცოტა მოგვიანებით დავდებ. გპირდებით, არც ტირილს და არც მეგრულ თავის წაქცევას არ მოგაკლებთ. ცოტა მაცადეთ" - წერს მუსერიძე.