loader

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე - 20 წლის კაცი, პარფიუმერულ მაღაზიაში ჩადენილი ქურდობისთვის 2 წლის განმავლობაში იძებნებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე - 20 წლის კაცი, პარფიუმერულ მაღაზიაში ჩადენილი ქურდობისთვის 2 წლის განმავლობაში იძებნებოდა

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ უდინეს პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. 20 წლის კაცი პარფიუმერულ მაღაზიაში ჩადენილი ქურდობისთვის 2 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი შემთხვევით ამოიცნო იმ პარფიუმერული მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა, საიდანაც მას წარსულში 700 ევროს ღირებულების პარფიუმერია და კოსმეტიკა ჰქონდა მოპარული.

ახალგაზრდა კაცს პოლიციამ ბორგო სტაზიონეს რაიონში ეროვნულ ტერიტორიაზე მიაკვლია.

წყარო: "მთავარი არხი"