"ორგანიზაცია "სირცხვილიამ" ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი" - ირაკლი კობახიძე
ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი - აქციების მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არანაირ სტიგმატიზაციას არ იწვევს და მასში ცუდი არაფერია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „სირცხვილიას“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებას.
კობახიძის თქმით, „სირცხვილია“ თავად გახდა „ლიბერალურ-ფაშიზმის მსხვერპლი“ და გადაწყვეტილება ამის გამო შეცვალეს.