"არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს "ქართულ ოცნებაზე" უკეთესი ალტერნატივა!" - ირაკლი ღარიბაშვილი
ვინ არის ჩვენი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს ან ავირჩევთ მშვიდობას! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება!“