"საშინელება ხდება" - რა კადრები ვრცელდება "მზიურის" პარკიდან?
"თბილისი - "მზიურის" პარკი ვირთხებით არის სავსე" - ვიდეოს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
"დიდი ხანია მანდ არიან და ვის რას უშლიან. ამ პანიკით კიდევ იმას იზამთ, რომ დახოცავენ...
მხოლოდ ვირთხებით არა. სკვერები და პარკები უნდა შეიწამლოს მწერების, ქვეწარმავლების და მღრღნელების საწინააღმდეგო წამლით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთშიც იწამლება და ადამიანისთვის უვნებელია...
პარკს ვინ ჩივის, ქალაქია " ვირთხებით" სავსე...
მანდ მარტო ვირთხები არ არიან, გველებიც არიან. შარშან ვიდეო მქონდა გადაღებული, ვირთხის და გველის ბრძოლა.
სულ იყვნენ მაგ პარკში. 2 წლის წინ გველებს წუწუნებდით ზუსტად მანდ, ჰოდა, ახლა გველი აღარ არის...
ეგ ვირთხები ჯობია დღეს უმეტესობა ,,ადამიანს"! მათ თავიანთი საქმე აქვთ, ბუნებისგან წოდებული და მის მეტს არაფერს კადრულობენ, ადამიანებისგან განსხვავებით...
მარტო "მზიური" არა, მთელი ვაკე, "მრგვალ ბაღთან", "ნიკორასთან" გვესალმებიან უკვე...
ეჭვი არ მეპარება, კანალიზაციის პრობლემამ გააჩინა მანდ. ვერ მივაღწიე ერთი მერიამდე, რომ სურათი ავაფარო. ჟონავს მეორე მხარეს მილთან და საშინელი სუნია. სამარცხვინოა! რეაგირება რომ არ აქვთ!
ტბასთან უამრავი ვირთხაა, სრული საშინელება ხდება..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.