loader

"სირცხვილია"-ს გარდა, კიდევ ბევრი რამეა სირცხვილი ამ ქვეყანაში..." - ირაკლი ოქრუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სირცხვილია"-ს გარდა, კიდევ ბევრი რამეა სირცხვილი ამ ქვეყანაში..." - ირაკლი ოქრუაშვილი

"სირცხვილია"-ს გარდა კიდევ ბევრი რამეა სირცხვილი ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ხომ ქართულ ჯიგრულ პონტში ხშირად თვალს ვხუჭავთ იმაზე, რაზე საუბარიც არ გვაწყობს.

თეონა აქუბარდიამ ორი დღის წინ "ნაცებიდან" თუ ვაშაძისგან გახარიას პარტიაში რომ ისკუპა, ისიც ძალიან სირცხვილია.

მის მსგავსად, ვინც პარლამენტში შევიდა თუ ჩარჩა, ისიც ხომ თავისთავად სირცხვილია, მაგრამ ამ ქვეყანას მე ვერ გავასწორებ და ძილი რაღაზე დავიკლოო ამ პრინციპით ცხოვრობს 80% ჩვენ ქვეყანაში" - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

დღეს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ ახალი განცხადება გაავრცელა, სადა აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს.