"2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს" - პრემიერი
ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს, რაზეც საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას.