loader

რა თქვა სასამართლოში ვაშლიჯვარში ავარიული კორპუსის მშენებელმა კაცმა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა სასამართლოში ვაშლიჯვარში ავარიული კორპუსის მშენებელმა კაცმა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვაშლიჯვარში, ავარიული კორპუსის მშენებელს, რობერტ გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი გაბუნიასთვის 10 000 ლარიან გირაოს შუამდგომლობდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაიზიარა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, შპს "თორის" დამფუძნებელმა ემუხვარის ქუჩაზე კორპუსი 2019 წელს უხარისხოდ და კანონით დადგენილი წესების დარღვევით ააშენა. კორპუსიდან 52 ოჯახი მაისის ბოლოს იმის გამო გაასახლეს, რომ მზიდ კედლებზე მოსახლეობამ ბზარები შენიშნა. კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი იყო - მერიამ კი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხარჯით დაქირავებულ ბინებში გადაიყვანა.52-მა მოქალაქემ ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიიღო.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) მიმდინარეობს.