loader

"ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მარტივი და არ მიგვიღია ცხელ გულზე" - მოძრაობა "სირცხვილია" ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მარტივი და არ მიგვიღია ცხელ გულზე" - მოძრაობა "სირცხვილია" ვიდეომიმართვას ავრცელებს

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე.