რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 28 დაიჭრა - კადრები ადგილიდან
რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 28 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.
"ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ზიანისა და დაზიანებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა ტერეხოვმა.ხარკოვის მერმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის რუსების დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვის, ხოლო 28 დაშავდა. მოგვიანებით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
ტერეხოვმა აღნიშნა, რომ რუსებმა ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს.