ვენეციის კინოფესტივალზე ანჯელინა ჯოლი ოვაციების დროს ატირდა - კადრები ფესტივალიდან, სადაც ფილმ "მარიას" მსოფლიო პრემიერა შედგა და საუცხოო ფორმაში მყოფმა მსახიობმა, რომელიც მარია კალასის როლს ასრულებს გულშემატკივრები აღაფრთოვანა
ანჯელინა ჯოლი ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდა. მსახიობი საოცრად გამოიყურებად, რამაც გულშემატკივარი აღაფრთოვანა.ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლი ფილმში "მარია" მთავარ როლს, მარია კალასის პერსონაჟს თამაშობს. ვენეციის კინოფესტივალზე, გულშემატკივარმა მსოფლიო პრემიერას რვა წუთიანი ოვაციებით უპასუხა, რამაც მსახიობი აატირა.
ოთხშაბათს, Netflix-მა დაადასტურა, რომ მან შეიძინა ფილმის დისტრიბუციის უფლებები.
„მოხარული ვარ, კვლავ ვითანამშრომლო Netflix-ის გუნდთან, რომელიც ასე ზრუნავს ფილმებზე“, - თქვა რეჟისორმა.
ჯოლიმ ფილმის მუშაობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, მან დაახლოებით შვიდი თვე გაატარა რთული როლისთვის მზადებაში. სწავლობდა ოპერის მომღერლებს და მასწავლებლებს, დაეუფლა კალასის სასცენო პოზას, სუნთქვასა და მოძრაობას.