ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც მონაკოში რუს ბლოგერთან ძვირადღირებულ ჩაცმულობას განიხილავს და ამბობს, რომ დიპლომატია საქართველოდან - "არ მეგონა, ჩემი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა"
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თავის გვერდზე ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ქალმა ატვირთა. ვიდეოში ვხედავთ, როგორ აჩერებს ბლოგერი ქუჩაში მიმავალ სასიამოვნოდ ჩაცმულ ქალს და კითხვებს უსვამს, თუ რომელი ბრენდის სამოსი აცვია, რა ღირს სამკაული, რომელსაც ატარებს.
რესპონდენტი ამბობს, რომ დიპლომატია საქართველოდან. ძვირადღირებული ბრენდებით შემოსილი ქართველი ქალის ვიდეოს განსხვავებული კომენტარები მოჰყვა. ქალი კი, რომელიც მონაკოს ქუჩაში გააჩერეს, სოფია კოზმანაშვილი აღმოჩნდა.
"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის, რომ ჩემმა ვიდეომ ამხელა ყურადღება მიიქცია ქართული აუდიტორიის და განხილვის საგნად იქცა. ამ ზაფხულს ვისვენებდი მონაკოში, სადაც ერთ-ერთმა ბლოგერმა ქუჩაში სეირნობისას მოულოდნელად მთხოვა პასუხი რამდენიმე კითხვაზე. მე ამ ბლოგერის მიმდევარი არ ვარ, თუმცა იმდენად სახალისო კითხვები იყო, რომ მეც ასევე იუმორით მივუდექი მის თხოვნას და ვუპასუხე მის კითხვებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მითითებული ნივთები ჩემი ოჯახის მიერ არის შეძენილი. მე მყავდა ძალიან წარმატებული მამა. იგი წარმატებული იყო როგორც პროფესიულ, ასევე ბიზნესსაქმიანობაში" - ამბობს ambebi.ge-სთან ინერვიუში სოფია კოზმანაშვილი.
ვრცლად სტატია წაიკითეთ ბმულზე>>>