loader

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც მონაკოში რუს ბლოგერთან ძვირადღირებულ ჩაცმულობას განიხილავს და ამბობს, რომ დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან - "არ მე­გო­ნა, ჩემი ვი­დეო ასეთ გან­ხილ­ვას თუ გა­მო­იწ­ვევ­და" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც მონაკოში რუს ბლოგერთან ძვირადღირებულ ჩაცმულობას განიხილავს და ამბობს, რომ დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან - "არ მე­გო­ნა, ჩემი ვი­დეო ასეთ გან­ხილ­ვას თუ გა­მო­იწ­ვევ­და"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მე­ლიც თა­ვის გვერ­დზე ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა რუს­მა ბლო­გერ­მა ქალ­მა ატ­ვირ­თა. ვი­დე­ო­ში ვხე­დავთ, რო­გორ აჩე­რებს ბლო­გე­რი ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩაც­მულ ქალს და კი­თხვებს უს­ვამს, თუ რო­მე­ლი ბრენ­დის სა­მო­სი აც­ვია, რა ღირს სამ­კა­უ­ლი, რო­მელ­საც ატა­რებს.

რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბით შე­მო­სი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლის ვი­დე­ოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. ქალი კი, რო­მე­ლიც მო­ნა­კოს ქუ­ჩა­ში გა­ა­ჩე­რეს, სო­ფია კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რომ ჩემ­მა ვი­დე­ომ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის და გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. ამ ზა­ფხულს ვის­ვე­ნებ­დი მო­ნა­კო­ში, სა­დაც ერთ-ერ­თმა ბლო­გერ­მა ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად მთხო­ვა პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე. მე ამ ბლო­გე­რის მიმ­დე­ვა­რი არ ვარ, თუმ­ცა იმ­დე­ნად სა­ხა­ლი­სო კი­თხვე­ბი იყო, რომ მეც ასე­ვე იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქი მის თხოვ­ნას და ვუ­პა­სუ­ხე მის კი­თხვებს. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ჩემი ოჯა­ხის მიერ არის შე­ძე­ნი­ლი. მე მყავ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მამა. იგი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ასე­ვე ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში" - ამბობს ambebi.ge-სთან ინერვიუში სო­ფია კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი.

ვრცლად სტატია წაიკითეთ ბმულზე>>>