loader

ქობულეთში ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა - ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა - ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა.

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით,დედა-შვილი ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.