loader

"საწყალი მაგის ცოლიო, სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვისო და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა... ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ" - გელა დაიაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საწყალი მაგის ცოლიო, სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვისო და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა... ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ" - გელა დაიაური

პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის შესახებ დაწერილ კომენტარებს ეხმაურება.

"არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა... უბრალოდ, ერთის თქმა მინდა - ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა, ეს ყველამ იცის, მაგრამ გრძნობით მარტო ის იგრძნობს, ვისაც მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული ტკივილი განუცდია. ცუდია, როცა არ იცნობ ადამიანს, არ იცი მისი ცხოვრებისეული დეტალები და კომენტარს (თუ ვარაუდს) გამოთქვამს მის ცხოვრებაზე, პირადულზე.

მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭორაობა ჰქვია ამას.

"საწყალი მაგის ცოლი"... " სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის", " ნეტავ, თუ ესმის მაგის ცოლს..." და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა, ჩემო კარგებო. თან ისეთი ჭორაობა, ადამიანობასთან რომ არ აქვს კავშირი. ნორმალური ადამიანი ამ ტკივილს გაიგებს და რბილად შეეხება...

ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, მოაზროვნე და უფლისმოყვარე მეუღლე და ყველაფერს ერთად, მშვიდად და თბილად ვუძლებთ.

ვიცი, არ ღირდა ამდენ საუბრად, ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი ეძღვნებათ, მაგრამ იყოს...

P.S. მადლობა, თბილ ხალხს... ვისაც ესმის ჩემი... საბედნიეროდ, ბევრია კარგი ადამიანები" - წერს გელა დაიაური.

ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ - გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

რამდენიმე წლის წინ გელა დაიაურმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია.