ცნობილია, ვინ არის ბიჭი, რომელიც თერჯოლაში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში, 23 წლის ახალგაზრდის, თემო ხადურის ცხედარი იპოვეს.
ახლობლების თქმით, მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვლილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის, "ლიბერტას" წევრი იყო.
"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის თეატრალური დასი "ლიბერტა" მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტისა და თეატრალური დასის წევრის, თემო ხადურის გარდაცვალების გამო. ის გამორჩეულად ნიჭიერი და მეგობრული იყო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, დასის წევრებსა და მეგობრებს!"