რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით?
"პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით გაიმართა.