რა პოზიცია აქვს პატრიარქს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე? - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარი
"პატრიარქის პოზიცია ამგვარია, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში არის ძალიან დიდი რისკები და გარდაუვალი ალბათობა იმის, რომ ეს გულისხმობს დაქვემდებარებას, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია" - განუცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ "ფორმულას".
ცნობისთვის, საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობს.