"გულის ამრევია, რაც მესმის! პირობას ვდებ, რომ ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელის თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე!" - რას წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში?
"პირობას ვდებ, რომ ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელის თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე!
ყველამ უნდა გაიგოს, ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე და ნებართვების მოსაპოვებლად!
გულის ამრევია, რაც მესმის. შინაური-გარეული მე აქ არ ვიცი! ამ ადამიანების გამო გვიტირია და ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყანა ისე უსახელებიათ, როგორც არავის!
ჩვენი ვალია ყველასი, რომ დავიცვათ ყველაფრისგან და მით უმეტეს, აფერისტებისგან!" - ამის შესახებ პროდიუსერი, მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი ლაშა ბასლანძე საოციალურ ქსელში წერს.